ახალი ამბები
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა
FaceBook
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში შსს საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება," – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას.

new.ipn.ge
Print