ახალი ამბები
ქუთაისის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში არსებული ფილაქანი ამორტიზებული იყო, ასფალტის გზა დაიგება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ასფალტი დაიგება არამხოლოდ სადგურის წინა, არამედ უკანა მხარეს არსებული ტერიტორიაზეც. სადგურის მთელ  ტერიტორიაზე  მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს. პროექტის ღირებულება 267 000 ლარია.
სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურულად. ჩვენ მოსახლოებას დავპირდით, რომ ადგილზე ასფალტის საფარს და სანიაღვრე სისტემას მოვაწესრიგებდით და მათთვის აქ გადაადგილება პრობლემა აღარ იქნებოდა", - განაცხადა ქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ფილები, რომლებიც ავტოსაგურის ტერიტორიიდან აიღეს, სკვერებში გადანაწილდება.



Print