ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისში დეპუტატის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებენ
FaceBook
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას ცემის ფაქტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ენჯერო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი ძალადობრივი ინცინდენტები ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების  ეფექტურად  ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

"ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 19 სექტემბერს, ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატზე ფიზიკურ თავდასხმას. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას. მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ გამოძიების ეფექტურად წარმართვა და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად",-ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს საკუთარი როლისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გააზრებისკენ მოუწოდებენ და წარმომადგენლობით ორგანოში ეთიკის კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

"მნიშვნელოვანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და თანამდებობრივი მდგომარეობა და მიიღონ ეფექტური ზომები მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის. ამ კუთხით, საჭიროა საკრებულომ შეიმუშაოს საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე, მიმართავენ უწყებათაშორის კომისიასაც და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, გია უკლებას უმრავლესობის წევრებმა 19 სექტემბერს სცემეს. დაპირისპირება თავდაპირველად მასსადა"ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. უკლებას მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი სცემდა. მათ შორის კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

მომხდარზე შსს-მ  გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

შსს-მ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print