ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „საქნახშირის“ თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ორ საათზეა მეტია "საქნახშირის" ექვსი დაკავებული თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების დაშვების შუამდგომლობა დააყენა.

რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი ამბობს, პროცესის განახლების შემდეგ, სასამართლო უკვე ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც პროკურატურა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს.

"საქნახშირის" ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 5 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

"საქნახშირის" თანამშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა გაასაჩივრეს


სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

"საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ
Print