ახალი ამბები
„ყველა მეთოდით ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას“ - საკრებულოს პასუხი ნაცემ დეპუტატს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გია უკლებას  სცემეს, განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ირაკლი შენგელიამ მომხდარი ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაციით ახსნა და განმარტა, რომ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ცდილობენ.

ირაკლი შენგელიამ მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა.

"ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ გვაქვს მეტი თმენის ვალდებულება. თუმცა, ჩვენი ოპონენტები ყველანაირი მეთოდით ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რომელიც მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისთვის ხელის შეშლას.  შეუძლიათ მიმართონ შსს-ს და დაიწყოს გამოძიება, ეს მათი პრეროგატივაა", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

მედიასთან განმარტება არ გაუკეთებია საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძეს, რომელიც გია უკლებას ფიზიკურად გაუსწორდა.

უკლებასა და საღინაძეს შორის დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. უკლებას მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი სცემდა. მათ შორის კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.


ამავე თემაზე: 

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print