ახალი ამბები
"გამგეობას ვთხოვთ მანქანებს" - ჭიათურის საკრებულოში ავტომანქანების სიმცირეს უჩივიან
FaceBook

"ამიტომაც უფრო ხშირად საკუთარი მანქანებით  გადაავადგილებით. ან გამგეობას ვთხოვთ მანქანას როცა ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში  საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გვიწევს ჩამოსვლა", - ამბობს  საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე, პაატა გოგოლაძე.


ჭიათურის მუნიციპალიტეტს ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი ჩაუვარდა. მუნიციპალიტეტმა 15 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. თუმცა, იმის გამო, რომ ავტომანქანის შეძენით არავინ დაიტერესდა, ტენდერი ჩავარდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, პაატა გოგოლაძის განმარტებით, ავტომანაქანა კომისარიატის სამსახურს სჭირდებოდა.
"რადგან არავინ დაინტერესდა ტენდერით, ისე ვერ ვყიდულობთ. ამის უფლება არ გავქვს", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ჭიათურის ადგილობრივი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ავტომანქანის პრობლემა აქვთ საკრებულოშიც. ის ირწმუნება, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს  მწყობრიდან გამოსული ავტომანქანა ემსახურება.
"ამიტომაც უფრო ხშირად საკუთარი მანქანებით  გადავაადგილდებით, ან გამგეობას ვთხოვთ მანქანას როცა ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში  საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გვიწევს ჩამოსვლა", - ამბობს გოგოლაძე.
საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ჭიათურის საკრებულოს ავტოპარკის დაქვემდებარაში მხოლოდ ორი ერთეული მანქანაა, ისიც მწყობრიდან გამოსული.
თეკლე მორგოშია

 

Print