ახალი ამბები
საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის დროს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის, ლანა კოკაიას კამერას ხელს აფარებდა, რათა მას ჩხუბის ამსახველი კადრები არ გადაეღო. მანამდე კი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ოთარ ლორთქიფანიძე შეეცადა, ჟურნალისტები სხდომათა დარბაზიდან არ გამოეშვა.



დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი, გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი  გახდა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდა.

ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები  კახა ბოჭორიშვილი,  ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი.  დეპუტატის ცემაში ასევე მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის"  დეპუტატმა" სახის არეში დაზიანებები  მიიღო.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

Print