ახალი ამბები
ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)
FaceBook
19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო. 

ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდა.

დეპუტატებს შორის ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები  კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი.  დეპუტატის ცემაში ასევე მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა  სახის არეში დაზიანებები  მიიღო. 








თავად გია უკლება არ მიიჩნევს, რომ მისი პოსტით შეურაცხყოფა მიაყენა ამომრჩეველს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა  მხარდამჭერი ქვეყნის მოღალატეა.
Print