ახალი ამბები
"სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ" - ზესტაფონის მერი მის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
FaceBook
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე მერიის შენობაში  მივიდა, თუმცა  ადგილზე  მყოფ აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. კახაბერ მახათაძეს კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია.
"სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას არ  ვაპირებ", -  მხოლოდ ეს განმარტა ზესტაფონის მერმა. 

აქციის მონაწილეები კი  დაშლას არ აპირებენ და ისინი ამ დრომდე შენობაში რჩებიან. მათი მოთხოვნა მახათაძის თანამდებობიდან წასვლაა.

,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს,შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერია წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა დავით გოგლიჩიძემ.

ისინი ზესტაფონის ადმინისტრაციულშენობაში დილით მივიდნენ, მათ შენობაში მისვლას კი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

კახა მახათაძესთან ბიზნესკავშირს უარყოფენ შპს "ჯორჯიან მანგანეზში", რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ოპერირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ქობულეთში არსებულ არც ერთ სასტუმროსთან  ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული.  

კახა  მახათაძე ბიზნესსაქმიანობას 2011 წლიდან ახორციელებს.  მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ კომპანიაში უფიქსირდება წილი. 


მავე თემაზე:

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში
Print