ახალი ამბები
"გამგეობას ვთხოვთ მანქანებს" - ჭიათურის მუნიციპალიტეტს ავტომანქანაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაუვარდა

"ამიტომაც უფრო ხშირად საკუთარი მანქანებით  გადაავადგილებით. ან გამგეობას ვხთოვთ მანქანას როცა ქუთაისში, სამხარეო ადმინიტრაციაში  საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გვიწევს ჩამოსვლა", - ამბობს  საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე, პაატა გოგოლაძე.


ჭიათურის მუნიციპალიტეტს ერთი ერთეულ ავტომანქანაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი ჩაუვარდა. აღნიშნულმა მუნიციპალიტეტმა 15 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. თუმცა, იმის გამო, რომ ავტომანქანის შეძენით არავინ დაიტერესდა, ჩავარდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, პაატა გოგოლაძის განმარეტებით, ტენდერსი გამოცხადებული ავტომანაქანა კოისიარისტის სამსახურს სჭირდებოდა.
"მაგრამ რადგან არავინ დაინტერსედა ტენდერით ისე ვერ ვყიდულობთ. ამის უფლება არ გავქვს", - ამბობს "ქუთაისიპოტთან" საუბარში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ჭიათურის ადგილობრივი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ავტომანქანისს პრობლემა აქვთ საკრებულოშიც. ის ირწმუნება, საკრებულოს თავმჯდომარეს  მწყობრიდან გამოსული ავტომანქანა ჰყავს.
"ამიტომაც უფრო ხშირად საკუთარი მანქანებით  გადაავადგილებით. ან გამგეობას ვხთოვთ მანქანას როცა ქუთაისში, სამხარეო ადმინიტრაციაში  საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გვიწევს ჩამოსვლა", - ამბობს გოგოლაძე.
საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ჭიათურის საკრებულოს ავტოპარკის დაქვემდებარაში მხოლოდ ორი ერთეული მანქანაა, ისიც მწყობრიდან გამოსული.
თეკლე მორგოშია

 

Print