ახალი ამბები
"თეთრის ხიდის" რეაბილიტაციის დასრულების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია
FaceBook
ქუთაისში "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი ისევ უცნობია.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს" წარმომადგენელი, ზურაბ ყურუა ამბობს, რომ ახლა ხიდზე მთავარი საფარი იგება. 


ფოტო: თეონა ჭეიშვილი


"ძალიან რთული სამუშაოა და ვადებს ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ამინდმაც შეგვიშალა ხელი", - ამბობს ზურაბ ყურუა. 

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის პირველ ივნისს დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსს" სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ ყურუამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, მათ ქუთაისის მერიას სამუშაოების ვადის ორი კვირით გახანგრძლივება სთხოვეს.

ქუთაისის მერიის ინფრომაციით, იმის გამო, რომ კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია, 9000 ლარით დაჯარიმდა.


Print