ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 18 სექტემბრიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას არამდგარდი ამინდები იქნება.  
სინოპტიკოსების ვარაუდით,  17-18 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 23-25 გრადუსი იქნება. 18 სექტემბრის დღის ბოლოდან გამოიდარებს და მთელი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20 სექტემბრიდან 24-ის ჩათვლით და მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 30-33 გრადუსი იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

22-23 სექტემბერს კი ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.


Print