ახალი ამბები
"ქუთაისი დაამსგავსეს 43 წლის სტალინგრადს" - წულაია ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურაზე
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრი, გოგი წულაია ქუთაისში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტესტებს.

კერძოდ, ის რუსთაველის გამზირზე, "პრესის სახლის" შენობის წინ არსებულ წყლის გუბეზე საუბრობს და ქალაქის მასშტაბით მსგავს სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"ქუთაისი დაამსგავსეს 43 წლის სტალინგრადს, რომელიც იყო გაუბედურებული. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და კორუფცია რასაც ესემკა აკეთებს ამ ქალაქში. ყველგან არის წყლის ქცევა, თხრიან და თხრიან, არის გაუსაძლისი მდგომარეობა", - ამბობს გოგი წულაია. 

Print