ახალი ამბები
ქუთაისის მერიას შშმ პირთა სოციალური პროგრამის შემცირებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო კურსი დაბა ურეკში მიმდინარე წელს 400-ის ნაცვლად 145-მა შშმ პირმა გაიარა.
გიორგი კისკეიძე ურეკში 2007 წლიდან ყოველწლიურად 10 დღით სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. წელს მერიამ ერთ-ერთ კრიტერიუმად სოციალური სტატუსი 150 000 სარეიტინგო ქულამდე მოთხოვა, რის გამოც გიორგი კისკეიძე ერთ-ერთია, რომელიც პროგრამას გამოეთიშა. მისივე თქმით, აქამდე პროგრამაში მონაწილეობა ყველას მხოლოდ ფორმა 100-ის წარდგენით შეეძლო.

"წელს გვითხრეს, რომ პროგრამაში ჩასართველად სიღარიბის სტატუსია საჭირო, რაც არ მქონდა და ვერ წავედი" - ამბობს გიორგი კისკეიძე. 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრის, ირაკლი კიკვაძის თქმით, ყოველწლიურად ზემოთხსენებული პროგრამით 400-მდე ბენეფიციარი სარგებლობდა. 

"ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის მერია შშმ პირების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, ისინი საპირისპიროდ იქცევიან. უნდა რცხვენოდეს ქუთაისის მერიას, როცა ყველაზე მოწყვლადი ფენის ხარჯზე ახდენს ბიუჯეტის შემცირებას", - ამბობს ირაკლი კიკვაძე. 

ქუთაისის მერიაში ბრალდებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ 0-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის სარეიტინგო ქულა პროგრამაში ჩასართავად განმსაზღვრელი არ იყო. რაც შეეხება, 18 წელს ზევით ასაკს, 100 000 სარეიტინგო ქულის 150 000-მდე გაზრდა მოხდა.  

"100 დან 150 000-მდე გაიზარდა, იმიტომ რომ ამ მოწყვლად ჯგუფში რაც შეიძლება მეტი დაკმაყოფილებულიყო. ამდენი იყო მომართვიანოდა და ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფიოლებდა ყველა დაკმაყოფილდა", - ამბობს მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ნატალია თევდორაძე.

Print