ახალი ამბები
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში სკვერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შეიქმნა
FaceBook
ქუთაისის  ადგილობრივ თვითმმართველობაში კომისია შეიქმნა, რომელიც ქალაქის  საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის. კომისია  ქალაქის  მერის გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. 

,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში, სადაც ეკოლოგია არცთუ  სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა, სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს მაჟორიტარი და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. მერიაში განმარტავენ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობა, სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის გაცემულმა ნებართვებებმა გამოიწვია. 
კომისიამ მუშაობის უნდა შეისწავლოს ქალაქში სულ რამდენი სკვერია.
Print