ახალი ამბები
ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პარალელურად (ვიდეო)
FaceBook
კოალიცია "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებმა ქუთაისში საარჩევნო შეხვედრაზე ჩასულ სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ.



აქციის მონაწილეები სასტვენებითა და წითელი ბარათებით დახვდნენ საპრეზიდენტო კანდიდატს.  აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი გვალაის თქმით, ზურაბიშვილი პუტინის ინტერესების გამტარებელია.





მათ დარბაზში შემოსვლაც სურდათ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

12 სექტემბერს, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო
კამპანია ოფიციალურად გახსნა.

საარჩევნო პროგრამის წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძეც დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუ რა ხდებოდა მესხიშვილის თეატრთან ნახეთ აქ.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამის წარდგენას, სამუშაო საათების მიუხედავად, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ააიპ ორგანიზაციების წარმომადგნელები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ
Print