ახალი ამბები
პარტია "თავისუფალმა საქართველომ" იმერეთის ყველა რეგიონში საარჩევნო შტაბი გახსნა
FaceBook
პარტია "თავისუფალმა საქართველომ" იმერეთის რეგიონში 12 საარჩევნო შტაბი გახსნა.
პარტიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ ამომრჩევლებს მათ პარტიაში დამკვირვებლებად დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 700 უბანზე გვყავდეს დამკვირვებლები, რომლებიც საიმედოები იქნებიან. არავისთვის საიდუმლო არ არის კომისიის წევრები და დამკვირვებლები ხშირად იყიდებიან და ამის ხარჯზე ხდება არჩევნების გაყალბება", - ამბობს კახა კუკავა.

თუ ვინ უხელმძღვანელებს შტატებს, ამას პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია გადაწყვეტს.

Print