ახალი ამბები
"ახლადგაკეთებული ავზიდან ტალახიანი წყალი მოგვეწოდება" - აქცია თერჯოლაში
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები წყალს და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, ორი წლის წინ წყლის ავზი გაკეთდა. თუმცა, სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რომელიც უვარგისია როგორც სასმელად, ასევე საყოფაცივრებოდ გამოსაყენებლად.

"ახლადგაკეთებული ავზიდან ტალახიანი წყალი მოგვეწოდება. სანამ არ აქცია არ გავმართეთ არავინ გვაქცევს ყურადღებას", - აცხდაბენ სოფლის მცხოვრებლები. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ავზიდან წამოსული წყალი ტალახიანია. რაც შეეხება გზას, ძევრელების თქმით, საფარი დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. უნალექო ამინდების დროს კი უბანი მტვრით იფარება.

მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძის განცხადებით თვის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ადგილონრივების პრობლემების მოსაგვარებლად, აღნიშნულ საკითხს კი გუბერნატორი პირად კონტროლზე აიყვანს.
Print