ახალი ამბები
ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრები იტალიაში გამოიფინება
FaceBook
ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი იტალიიდან დაბრუნდა.

ისინი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქალაქ კოზენცაში სადაც მონაწილეობას იღებდნენ ვორკშოპში.

იტალიაში მხატვართა კავშირის იმერეთის (ქუთაისის) ორგანიზაციიდან 16 მხატვარი იყო წასული.

აღნიშნული ღონისძიება იტალიის ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ,ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.

ვორკშოპში მხოლოდ ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ. მათთვის ცალკე  ბოქსები, ანუ სივრცეები იყო გამოყოფილი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები.

მხატვრებმა ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კპზენცაში დატოვეს. ეს ნამუშევრები ქალაქში არსებულ თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება.

"ვორკ-შოპი ძალიან საინტერესო იყო, ახალს გარემოს, უცხო სივრცეს სხვა ემოცია მოქონდა და სხვა გამოცდილებას გიჩენდა", - აღნიშნა მხატვარმა გიორგი ჭიღლაძემ.

მხატვრები იტალიაში 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ.

Print