ახალი ამბები
სინიპტიკოსები დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნიზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 და 11 სექტემბერს დასავლეთ საქარველოში, მათ შორის, იმერეთის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით.
გაძლიერდება, ასევე, დასავლეთის მიმართულების ქარი.

"ნალექის ინტენსივობა ღამის საათებში ცალკეულ რაიონებში შეიძლება იყოს ზომიერზე მეტი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდენელია, აგრეთვე, ჰაერის ტემპერატურის კლება 23-28 გრადუსამდე. 12-დან გამოიდარებს და 15 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა 34-35 გრადუსია მოსალოდნელი. ამავდროულად ამ რიცხვებში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. 

15-დან კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
Print