ახალი ამბები
ქუთაისის მერია ექსპედიციის ორგანიზებაში 3 560 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტული ექსპედიციის ორგანიზებისათვის 3 560 ლარიან სახელწიფო შესყიდვას (NAT180014105) აცხადებს.

ალპინიადა ქუთაისი - შოვი, შოვი - ქუთაისი მიმართულებით დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთათვის იქნება განკუთვნილი. ის მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან - 5 ოქტომბერის ჩათვლით ჩატარდება.

"მიმწოდებელმა" ექსპედიციის 18 მონაწილე საველე პირობებში ღამისთევისათვის ექვსი სამკაციანი კარავითა და 18 ცალი საძილე ტომრით უნდა უზრუნველყოს. ასევე, იგეგმება ალპური ტრეკინგისათვის საჭირო ტექნიკური ზურგჩანთისა და მამაკაცის მსუბუქი ფეხსაცმლის, მსუბუქი წერაყინის, საჭირო მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების შესყიდვა.

ექსპედიციის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტით მომსახურებაც.

წინადადების მიღება 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.



Print