ახალი ამბები
ქუთაისში, დაახლოებით, 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს
FaceBook
ქუთაისში, გაბაშვილის გორის მიმდებარედ, ისტორიულ უბანში არქეოლოგებმა ქუთაისზე შემოვლებული, ძველი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს.

არქეოლოგ, შალვა ბუაძის თქმით, ადგილზე სხვადასხვა დენდროლოგიური არტეფაქტი დადასტურდა. კერძოდ, აღმოაჩინეს ვაზის, ლეღვისა და სხვადასხვა ჯიშის ხის ტოტები და მასალა. ასევე, აღმოჩნდა კოლხური ცულის ყალიბის ფრაგმენტი, რომელიც ქვისგან არის დამზადებული. თხრილის სიგანე დაახლოებით 10, ხოლო სიღრმე - ექვსი მეტრია.

არქეოლოგების წინასწარი ვარაუდით თხრილი 3 000 წლის წინანდელი უნდა იყოს.

"დღეისათვის ეს ყველაფერი არის დამუშავების პროცესში, თარიღების დაზუსტება მიმდინარეობს, რომელის კვლევები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ უნდა მოხდეს", - ამბობს შალვა ბუაძე. 

ერთი თვის წინ კი, გორას დასახლებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ადგილას მე-11 საუკუნის ნაქალაქარიც აღმოაჩინეს

გათხრებისას იპოვეს დაუკირავი ქვევრები, თონეები, დოქები, ჯამები, სამარილეები, მინის სამაჯურები, ლითონის ნივთები, კრამიტის ფრაგმენტები. არქეოლოგები განმარტებით, ადგილზე ყოფილი ბაზრის ტერიტორია იყო.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მე-11 საუკუნის ნაქალაქარი აღმოაჩინეს (ვიდეო)
Print