ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში რვა სტუდენტი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს რვა 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი ჰყავს, 25 სტუდენტი სასწავლებელში 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა, ხოლო 114 - 50%-იანი გრანტით. 
სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის განმარტებით, ეს მაჩვენებლი წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 

"ამის გარდა, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადმოვიდა 190 სტუდენტი. ველოდებით, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მსურველებს", - ამბობს გიორგი ღავთაძე. 

სასწავლებელში განმარტავენ, რომ ახალ სასწავლო წელს 1 655 პირველკურსელის სია უკვე მიიღეს, რომელთა რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან დაიწყება და 21-მდე გაგრძელდება.  

უნივერსიტეტში სწავლა 24 სექტემბერს დაიწყება. 

Print