ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის 50-ე სეზონი პრემიერით გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში სეზონი 14 სექტემბერს გაიხსნება.

წარმოდგენილი იქნება პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსება".

მაყურებელი სპექტაკლის განახლებულ ვერსიას იხილავს.

წარმოდგენის რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე გახლავთ, დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.

დასაწყისი 19 საათზე.

ამ სპექტაკლით თეატრი თავის 50-ე საიუბილეო სეზონს გახსნის.

Print