ახალი ამბები
ფოთში აფეთქებისას დაშავებული მოზარდი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
ფოთში ხელყუმბარის აფეთქებისას დაშავებული 16 წლის ომარ ცუცქირიძე გამთენიისას ქუთაისის ინტერვენციული მედიციის ცენტრში გადმოიყვანეს.
მისი ჯანნრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ქალა ტვინის ღია ტრამვით შეიყვანეს, მიმდიმარეობს კვლევა და იგეგმება ნეიროქირურიული ჩარევა.

ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდის სააავამყოფოში იმყოფება.


Print