ახალი ამბები
პატრიარქი გერმანიაში ორკვირიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლის
FaceBook
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მიემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და გერმანიაში მიემგზავრება.
მისივე თქმით, უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ხანმოკლე 10-14 დღიან რეაბილიტაციის კურსს გაივლის და გეგმური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.
ცისანა შარტავას განმარტებით, კათოლიკოს-პატრიარქს გერმანელი ექიმები ერთი თვით ადრე ელოდებოდნენ, თუმცა თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, გერმანიაში პატრიარქის გამგზავრება გადაიდო. მისივე თქმით, გერმანელი ექიმები პატრიარქს უკვე ელოდებიან. 

interpressnews.ge
Print