ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის რემონტისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

მიზეზი ჩავარდნილი ტენდერია. ორ კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, დისკვალიფიკაცია მიეცა. მათი სატენდერო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ტენდერის პირობებს.

"თეატრი სპეციფიკური შენობაა. მისი შერემონტებისას მნიშვნელოვანია სწორედ ამ სპეციფიკის გათვალისწინება, რაც არ ქონდათ კომპანიებს. ჩვენ ავუხსენით თუ რაში მდგომარეობდა მათი პრობლემა და მათაც გაიგეს", -აღნიშნა თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ. მისი თქმით, ტენდერი თავიდან გამოცხადდება.

„ძლიან გვინდოდა საახალწლოდ გარემონტებულ შენობაში შესვლა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს წელს ვეღარ მოესწრება“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა. 

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი გამოყო.

Print