ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 24 სექტმბერს განახლდება
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესს 24 სექტმბერს განაახლებენ.

"აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს 15 სექტემბრის ჩათვლით, სასურველ ბაგა-ბაღში, 10-დან 16 საათამდე. თან უნდა იქონიოთ: ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი; ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4); სოციალურად დაუცველის ან დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას); მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.

ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს, პრიორიტეტი ენიჭებათ: ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; ერთი ოჯახის დედმამიშვილებს; დევნილთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა)", - ნათქვამია გაერთიანების მიერ  ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისში  სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, სადაც  წინა სასწავლო წელს 10 000-მდე ბავშვი იყო რეგისტრირებული.
Print