ახალი ამბები
საჩხერეში ექვსი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტში, 11 კილომეტრიანი გზა, რომელიც 2018  წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს, ერთმანეთს შემდეგ სოფლებს: ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა, გორიჯვარს აკავშირებს. 


მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

"პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის, დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას,"- განმარტავენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ 200 ათასი ლარია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის განმატებით, პროექტი  მუნიციპალიტეტისთვის ძალინ მნიშვნელოვანია.

"ეს არამხოოდ სოფლის გზებს გააუმჯობესებს, არამდე  დამაკავშირებელი იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტთანაც," - ამბობს ფალავანდიშვილი.

საჩხერის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გ და კ "ტექნოლოგი" ახორციელებს.





Print
თეგები: #საჩხერე #გზა