ახალი ამბები
16-22 სექტემბერს ქუთაისში I საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში I საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალში, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდება, მონაწილეობენ საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი.

ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის საბაზო კოლექტივია ქუთაისის ოპერის თეატრი - სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. ფესტივალის მთავარი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, მთავარი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე.

16 სექტემბერს ფესტივალი საზეიმოდ გახსნება და წარმოდგენილი იქნება რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზები". მონაწილეობენ: რაულ მელო (კანიო), თამარ ივერი (ნედა), ალექსანდრე კირეევი (სილვიო), სულხან გველესიანი (ტონიო), ირაკლი მურჯიკნელი (ბეპე);

17 სექტემბერს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტი, რაულ მელო, მასტერ-კლასს გამართავს.

18 სექტემბერს თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" წარმოადგენენ. სადაც მონაწილეობენ: მარია პახარი (ვიოლეტა), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), კონსტანტინე სუჩკოვი (ჟორჟ ჟერმონი), ლარისა ანდრეევა (ფლორა), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ცინცაძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), აკაკი იოსელიანი (ექიმი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა);

19 სექტემბერს კამერული მუსიკის საღამო გაიმართება, მონაწილეობენ: ლარისა ანდრეევა, მარია პახარი, მარიკა მაჩიტიძე, ალექსანდრე კირეევი, დავით ღვინიანიძე. კონცერტმაისტერები - თემურ ელიავა, მარიამ ლოლუა.

20 სექტემბერი - რუჯერო ლეონკავალო "სოფლის ღირსება". მონაწილეობენ: რაულ მელო (ტურიდუ), ლარისა ანდრეევა (სანტუცა), სულხან გველესიანი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), ელენე ჯანჯალია (ლუჩია);

22 სექტემბერს ფესტივალი საზეიმო გალა-კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის "მსოფლიო ტალანტების" ერთობლივი პროექტია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.



Print