ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლომ "საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატების საჩივარი არ განიხილა
FaceBook
ქუთაისის სააპელაცო სასამართლომ "საქნახიშირის" წინასწარ პატიმრობაში მყოფი თანამშრომლების ადვოკატების სარჩელი არ განიხილა.

ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

"ჩვენს მიერ შეტანილი იქნა სააპელაციო საჩივარი, თუმცა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი განუხილველად დატოვა", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამირან ხუციშვილი.

საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს გაიმართება.

მოსამართლე თემურაზ კაპანაძემ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 8  აგვისტოს შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ეს არის რეზონანსული საქმე და ამიტომაც ხდება ამ ადამიანებისთვის წინასწარი პატიმრობის განსაზღვრა ბრალდების მიერ. ერთ მხარეს არის კანონი და მეორე მხარეს რეზონანსული საქმე", - განაცხადეს ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე.

„საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 15 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


ამავე თემაზე:

"საქნახშირის" თანამშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა გაასაჩივრეს


სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

"საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ


Print