ახალი ამბები
თამარ ბოდოკია - ჯერ განცხადება არ დამიწერია, მაგრამ დავწერ
FaceBook
"თითს ნურავისკენ გაიშვერთ და ნურავის დაადანაშაულებთ"

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბოდიკია, სამსახურიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ამდენი თბილი სიტყვებისთვის. მე თვითონ ვარ გაოცებული თქვენი ასეთი ერთსულოვნებით. ასევე ვარ გაურკვევლობაში და შვებულებაში მყოფი, რომელიც წასვლაზე მართლა ვფიქრობდი, სააგენტოდან ვგებულობ უშვებენო. აღარ ვეძებ ჭორის პირველწყაროს...
ჯერ განცხადება არ დამიწერია, მაგრამ დავწერ.
თქვენი მხარდაჭერა მსიამოვნებს, მაგრამ გთხოვთ, სანამ მეც არ გავრკვეულვარ რა ხდება, თითს ნურავისკენ გაიშვერთ და ნურავის დაადანაშაულებთ.
სხვა ჯერ არაფრის თქმა შემიძლია, თვითცენზურა და თმენის ვალდებულება მომეთხოვება ჯერჯერობით როგორც საჯარო მოხელეს," - წერს თამარ ბოდოკია.
Print