ახალი ამბები
დღეიდან პენსიონრები და შშმ პირები მედიკამენტებს ნახევარ ფასში შეიძენენ
FaceBook
3 სექტემბრიდან შშმ პირები და პენსიონრები მედიკამენტებს განახევრებულ ფასად შეიძენენ.

პენსიონრები და შშმ პირები საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ისარგებლებენ. 

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ-ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი-გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;

- დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) - დიაბეტონი  60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - თიროზოლი 5მგ; თიროქსინი 50მკგ.

- ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:

1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა 100-სა და რეცეპტის მისაღებად;

2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში;

3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ პსპ -ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

"ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული," - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალში.

განახევრებულ ფასად მედიკამენტების გაცემის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად- 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს.
Print