ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 5 სექტემბრიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
FaceBook
დასავლეთ საქართველოში თბილი და მზიანი ამინდები 5 სექტემბრამდე შენარჩუნდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში ტემპერატურა 34 გრადუსამდე გათბება, 5 სექტემბრის შემდეგ კი ამინდი გაუარესდება.

დასავლეთ საქართველოში 6 სექტემბრიდან წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით ტემპერატურა  25 გრადუსამდე დაეცემა.

"5 სექტემბრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ძირითადად წვიმა და ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.




Print