ახალი ამბები
კოალიცია "ძალა ერთობაშიას" "ქართული ოცნებიდან" და "ევროპული საქართველოდან" შეუერთდნენ
FaceBook
კოალიცია "ძალა ერთობაშიას" პარტია "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" ოზურგეთის ოფისის მენეჯერი, ცირა ჯინჭარაძე შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს.

კოალიციაში "ევროპული საქართველოდან" გია თევდორაძე და ოთხი მაჟორიტარი გაერთიანდა.

"მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი კვალიფიცური და პატრიოტი ადამიანი შემოუერთდება კოალიციას. ვერც ერთი პარტია ვერ ამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, თუ არ მოხდა გაერთიანება. ეს პროცესი გაგრძელდება და ვფიქრობ, სხვა ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან", - ამბობს კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია" 11 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს: ესენია "ახალი საქართველოსთვის"; "ემსახურე საქართველოს"; "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; "სახელმწიფო ხალხისთვის"; "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის"; "ახალი საქართველო"; "საქართველო ლიდერთა შორის"; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები".
Print