ახალი ამბები
იტალიაში ქართველი ემიგრანტი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
FaceBook
იტალიის ქალაქ ავეტრანში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 40 წლის ქართველი მამაკაცი ბ.გ  დააკავეს.

ამის თაობაზე ინფორმაციას იტალიის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, კარაბინიერებმა (იტალიის პოლიციამ) ბრალდებული ბ.გ 2018 წლის 1 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. ქართველ ემიგრანტს ბრალად გერმანიის მოქალაქეს მკვლელობის მცდელობა ედება, რომელსაც ბ.გ. თავს დანით დაესხა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

"დაპირისპირება ბინის ქირის გამო დაიწყო. პოლიციის ცნობით, ქართველის მიერ დაქირავებულ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი კაცი მივიდნენ. მათ ბ.გ. ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში," - ნათქვამია იტალიურ გამოცემა "ტარანტინი თაიმში." 

გამოძიების ცნობით, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ქართველი იტალიაში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს. ბრალდებული მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

საქმეზე იტალიის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
Print