ახალი ამბები
ზესტაფონში პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ზესტაფონის" წევრები პრემიერ–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედარას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით "ზესტაფონის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
"საკრებულოში და ზოგადად, ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ძალიან დიდი დაპირისპირება და გაუგებრობა, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება და არაფერი კეთდება. დაპირისპირებაა თავად "ქართულო ოცნების" წევრებს შორის. ეს დაპირისპირება ნაკლებად გვანაღვლებს. მთავარი ის არის, რომ საქმე არ კეთდება", – განმარტა ფრაქცია "ზესტაფონის" წევრმა" და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გია თუთბერიძემ.
მისივე თქმით, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გოგი ქავთარაძე და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ ესაუბრებიან ერთმანეთს. ზესტაფონის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ქალაქში საარჩევნოდ დაანონსებული დაპირების შეუსრულებლობაზეც საუბრობენ. როგორც თუთბერიძე ამბობს, ზესტაფონის მაჟორიტარის დაპირება იყო წყლის პრობლემის მოგვარება და ასევე, ქალაქში არსებული თეატრის შენობის რეაბილიტაცია, რაც მისივე განმარტებით, ისევ პრობლემად რჩება.
თეკლე მორგოშია
Print