ახალი ამბები
წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა
FaceBook
მიმდინარე წელს სტუდენტი  27 906 ახალგაზრდა გახდა, რაც  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. აქედან 10 614 სტუდენტს სახელმწიფო დააფინანსებს. 

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო მთავრობამ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

"საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება",- განმარტა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენის მომზადების პროგრამას, მაია მიმინოშვილის თქმით, მასზე 1 211 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის ერთი ოსურენოვანი.

მისივე თქმით, პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა წელს გაიზარდა. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთა 2%-მა ისარგებლა.
Print