ახალი ამბები
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ
FaceBook
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ.
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით,  ასეთივე მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთანაც, რის შესახებაც მომავალში ისაუბრებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მქონეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყანაში იმოგზაურონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა პრემიერმა.

Print