ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი - მოსახლეობას საკუთარი რაიონიდან წასვლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძემ სამომავლო გეგმებსა და საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციაა.

"იმერეთის რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და მჯერა, რომ ამ რესურსს აუცილებლად ავითვისებთ ისე, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე იგრძნონ. 12-ვე მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა განვითარდეს და მოსახლეობას საკუთარი რაიონიდან წასვლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ იმერეთი გავხადოთ მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის. ვიცი, რომ ამ ეტაპზე მხარეში არის გარკვეული ტიპის პრობლემები, თუმცა მზად ვარ არ დავიშურო ძალისხმევა და ეტაპობრივად მოვაგვარო.  მართალია ადგილობრივი თვითმმართველობა ამ კუთხით მუშაობს, მაგრამ საჭიროა ამ პროცესში აქტიურად ჩავერთო და ერთად დავსახოთ უფრო ეფექტური სამოქმედო გეგმა
,"- აღნიშნულზე იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

შავლეგო ტაბატაძის თქმითვე, საკადრო ცვლილებებზე  გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ადგილობრივი კადრების შესაძლებლობებს გაეცნობა.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად  2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს.

ამავე თემაზე: 

„საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ“- იმერეთის ახალი გუბერნატორი

იმერეთის ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა

„მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო ხარ თუ სამოქალაქო სექტორში“-შავლეგო ტაბატაძე

Print