ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში თბილი და მზიანი ამინდები სექტემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდება
FaceBook
დასავლეთ საქართველოში  თბილი და მზიანი ამინდები სექტემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოდე იმერეთში ტემპერატურა 34  გრადუსამდე გათბება.

განსაკუთრებით ცხელი დღეები  28-29 აგვისტოსაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს. 

"აგვისტს ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ძირითადად თბილ და მზიან ამინდებს ველოდებით," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, მზიან ამინდებთან ეღთად შესაძლოა გაძლიერდეს ქარიც.




Print
თეგები: #ამინდი