ახალი ამბები
სამტრედიის მერიამ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალა
FaceBook
სამტრედიის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  გარევაჭრობა აიკრძალა. ადგილზე დილიდან არიან მობილიზებული სამართალდამცავები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ტერიტორიას უწყვეტ რეჟიმში გააკონტროლებენ, რომ გარევაჭრობა კვლავ არ განახლდეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრომაციით, გარემოვაჭრეებს უკვე შესთავაზეს ალტერნატიული ფართები სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში. 

გარევაჭრობისგან გათავისუფლებულ ადგილზე კი მოწესრიგდება სანიაღვრე არხი და განთავსდება საგზაო ნიშნები.

Print