ახალი ამბები
ქუთაისის მერია 10 000 ლარის ღირებულების ფოტოაპარატს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ციფრულ ფოტოაპარატს ყიდულობს. ფოტოაპარატთან ერთად მერია განათებასა და ლინზასაც შეიძენს.

ფოტოაპარატს ადგილობრვი თვითმმართველობა ევროკომისიის დაფინანსებულ პროექტის UჩPM-2017-PPPღEV-AG/783133 "კატასტროფების რისკების მართვა აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ქალაქებში" ფარგლებში მიმდინარე აქტივობების მაღალი აუდიო ვიზუალური ხარისხით აღბეჭვდვის იზნით ყიდულობს.

ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით.

Print