ახალი ამბები
ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანიის პასუხი აქციის მონაწილეებს
FaceBook
ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანია, სოფელ ტვიშში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"ქლინ ენერჯი გრუპის" განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  ჰესის ზეგავლენის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, სინამდვილეში ჰესი საერთაშორისო სტანდარტებით შენდება და ის რიონის ხეობის სოფლებს არც დატბორვის და არც მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეს არ უქმნის.

"მოძრაობის მიერ ადგილი აქვს პროექტის ზეგავლენის თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. კვლევები ადასტურებს, რომ პროექტის მშენებლობას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა ტვიშში არსებულ ყურძნის ჯიშებზე. კაშხალი განთავსდება სოფლიდან ერთი კოლომეტრის დაშორებით. ასევე, დაგეგმილია ჯამურად დაახლოებით 50 ოჯახის განსახლება და არა 16 სოფლის, როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ. ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კონპენსაციით. კულტურული ძეგლები არ ექცევა პროექტის ზეგავლენის ქვეშ და არ გაიზრდება მეწყრული პროცესების რისკი",- ნათქვამია კომპანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში ჰესის მშენებლობის შემთხვევაში სოციალურ პროექტებზეა საუბარი. კომპანიის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე 3000-მდე ადგილობრივ დასაქმდება, პროექტის ფარგლებში კი იგეგმება 100 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების ახალი გზის მშენებლობა.

კომპანიის დაპირებების არ სჯერა რიონის ხეობის მოსახლეობას. 23 აგვისტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში,  ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მეორედ მოეწყო. აქციაზე საზოგადოებრივმა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ჰესის მშენებელი კომპანია ოფიციალურად მიიწვია, თუმცა, "ქლინ ენერჯი გრუპის" წარმომადგენები მოსახლოებასთან შეხვედრაზე არ გამოჩენილან. მათ სოფელ ტვიშში არსებული ოფისიც კი დაკეტეს და აქციის მონაწილეებს წერილობით აცნობეს, რომ მისვლას არ გეგმავდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესი დატბორვით ემუქრება მათ სახლებს. დიდი რაოდენობით დაგუბებული წყალი კი შეცვლის კლიმატს, რაც დააზიანებს ბიომრავალფეროვნებას. საფრთხე შეექმნება ყურძის უნიკალურ ჯიშებს.

"ქლინ ენერჯი გრუპს" რომელიც მდინარე რიონზე 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს აშენებს, ამ დრომდე არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. კომპანიის ინფორმაციით, ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება.

ნამახვანი და ტვიში ჰესის პროექტის ღირებულება 750 მილიონი დოლარია.

კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს.

ცხოვრება დატბორვის შიშით- ნახეთ ვიდეო.


ამავე თემაზე:

ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არ შეხვდნენ
ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს
Print