ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს თვითმფრინავში ჩასხდომის უფლება არ მისცეს
FaceBook
აუტისტური სპექტრის შლილობის მქონე ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს.

ბავშვის დედა ეროპორტის ადმინისტრაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. 

დედის თქმით, აფრეამდე მისი შვილი გაღიზიანებული იყო, რის გამოც ექიმი გამოიძახეს. ის ყვება, რომ ცოტა ხანში ბავშვი დამშვიდდა და ექიმმა გაფრენის ნებართვაც გასცა, თუმცა ბორტზე ჩასხდომის უფლება მაინც არ მისცეს. 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში"  აცხადებენ, რომ მათთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლელებით სარგებლობს.  "თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანი ,,ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაფრინდებიან“, –აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".
Print