ახალი ამბები
"ნებისმიერი მასშტაბის ტყის ხანძრისთვის ვართ მზად" - რეგიონებს ახალი სახანძრო ავტომობილები გადაეცემა
FaceBook
თანამედროვე ტიპის ავტომობილები, რომლებმაც მოძრაობაში ხანძარის ჩაქრობა უნდა უზრუნველყონ, საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება.

"ავტომობილების წარდგენა - ტესტირება ბაზაზე  31 აგვისტოს მოხდება. ამის  შემდეგ ისინი რეგიონებს გადაეცემა," - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

საუბარია 40 ახალ სახანძრო ავტომობილზე, რომლის შესაძენად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 13 მილიონი ლარი დახარჯა. 

შეძენილი 40-მდე ავტომობილიდან 20 ტყის სახანძრო ავტომობილია. მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა. დანარჩენი 20 ავტომობილი  განკუთვნილია ხანძრებისთვის, როგორც წყლის გადასატანად. 

"ახალი მანქანები იმ ქალაქებში გადაანაწილდება, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს. რესურსი სრულად ფარავს იმ საჭიროებას, რაც გვაქვს ტყის ხანძრებთან დაკავშირებით. ასე, რომ ნებისმიერი მასშტაბის ტყის ხანძრისთვის ვართ მზად,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და განმარტავენ, რომ სახანძრო მანქანების პირველი ნაკადი  მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში შეიძინეს. მათივე ცნობით, ავტოპარკის განახლების მომდევნო ეტაპი უფრო მასშტაბურ ხასიათს 2019 წლიდან მიიღებს.


Print