ახალი ამბები
Wizz Air-ი ქუთაისი-ბუქარესტის პირდაპირ ავიარეისს აუქმებს
FaceBook
2018 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით ბოლო ავიარეისი შესრულდება.

იმავე დღეს ბოლო ფრენა განხორციელდება ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებითაც.  

27 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისი-ბუქარესის პირდაპირ ფრენებს აუქმებს.

"ოქტომბრიდან არის არააქტიური სეზონი, რის გამოც მცირდება ავიარეისი," - აცხადებენ  ქუთაისის აეროპრტში. 

ვისაც წინასწარ აქვს ნაყიდი ბილეთები 27 ოქტომბრიდან 31 მარტამდე პერიოდში, შესაძლებლობა აქვს დააბრუნოს ბილეთი და სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა. ასევე, ანგარიშზე დაბრუნებული თანხა გამოიყენოს სხვა ბილეთის შესაძენად ან გადაცვალოს ბილეთი სხვა მიმართულებით ფრენაზე.

ავიაკომპანია Wizz Air-ი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი რეისებს 2018 წლის ივლისიდან ახორციელებს. 
Print