ახალი ამბები
თეთრი ხიდი, პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად გახსნეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ხიდის რეკონსტრუქცია არ დასრულებულა.
სამუშაოების გაჭიანურება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" გააპროტესტა და ხიდი პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გახსნა.

"დღეს 22 აგვისტოა, როცა ხიდის რეკონსტრუქცია უნდა დასრულებულიყო და ვხედავთ, რომ სამუშაოების 30%-იც არ არის შესრულებული და მერია ვერც იმას ამბობს, როდის დასრულდება რეაბილიტაცია. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე. ამ ლენტის ერთ ნაწილს გავუგზავნით ქალაქის მერს, ხოლო მეორეს - საკრებულოს თავმჯდომარეს",-განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, გია გოქაძემ.



ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის 1 ივნისს დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსს" სამუშაოები 22 აგვსიტოს უნდა დაესრულებია, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ ყურუამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, მათ ქუთაისის მერიას სამუშაოების ვადის ორი კვირით გახანგრძლივება სთხოვეს.

ქუთაისის მერიის ინფრომაციით, იმის გამო, რომ კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია, 9000 ლარით დაჯარიმდა.

ამავე თემაზე:


კომპანია, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, მერიამ დააჯარიმა


"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print