ახალი ამბები
12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით 40%-იანი დამწვრობა მიიღო
FaceBook
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. 

სხეულის 40%-იანი დამწვრობით გოგონა თბილისში, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. 

"მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით მოიყვანეს.  აქვს ტემპერატურა და გადის ინტენსიურ მკურნალობას," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს დამწვრობის ცენტრში.  

ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით მიმდინარე წელს ეს უკვე მეექვსე პაციენტია, რომელიც დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს.
Print