ახალი ამბები
ქუთაისში პალმების ხეივანი ახალი სანათებით განათდა
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე პალმების ხეივაში ახალი სანათები დაამონტაჟეს.
გამოიცვალა დაზიანებული სანათები და ისინი 50 ვატიანი ე.წ. LED ტიპის სანათებით შეიცვალა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ჯამში 300 -მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

სამუშაოები ააიპ ,,ქუთგანათების სერვისმა" განახორციელა.

ქუთაისში პალმების ხეივანი 2010 წელს გაშენდა.

მაშინ, 300 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმის დასარგავად,  აღმაშენებლის გამზირის კილომეტრნახევრიან ზოლზე უნიკლაური ჯიშის ხეები გაჩეხეს.
ხეივნის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას 960 000 ლარი დაუჯდა.

Print